განახლება – ჩვენი რემონტი

Buildify – რემონტი, რომელიც თქვენს სივრცეს ახალ სიცოცხლეს აძლევს

ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც ბინის და სახლის რემონტს, ასევე ოფისების და კომერციული ფართების რემონტს. Buildify-თან ერთად თქვენი რემონტი იქნება სწრაფი, ხარისხიანი და ზედმიწევნით ორგანიზებული.

როგორ ვმუშაობთ

ჩვენთან მუშაობის პირველ ეტაპზე ვათანხმებთ ყველა დეტალს, იდენტიფიცირებას უკეთებთ სამუშაოებს და განსაზღვრავთ პერიოდს. ამის შემდეგ, დეტალურად გადმოგცეთ განფასება, სადაც ვაჩვენებთ შესასრულებელ სამუშაოებს, მასალების და შრომის ღირებულებას. განსაზღვრულ გეგმაზე დაყრდნობით, ჩვენი პროექტის მენეჯერი მუდმივად აკონტროლებს პროცესს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგს. დამატებით, ჩვენ ვეხმარებით მასალების შერჩევაში, რათა საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეული და ხარისხიანი.

ხარისხი და გარანტიები

ჩვენი სარემონტო სამუშაოები ემყარება პროფესიონალიზმს და ხარისხიან მასალებს. მხოლოდ გამოცდილი ხელოსნები და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Knauf, ჰაიდელბერგი, და Firat, პროდუქტები უზრუნველყოფენ ჩვენს მაღალი ხარისხს. ჩვენ გთავაზობთ გარანტიას: ხელშეკრულება გაწერილია ყველა დეტალით – დაწყებიდან დასრულებამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას შეთანხმებული ფასი არ იცვლება.

თანხის გადახდა

გადახდა ხდება ეტაპობრივად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სამუშაოები უკვე შესრულებულია. პირველად მომხმარებელი იხდის 20%-ს სამუშაოების დაწყების შემდეგ, და შემდეგი გადახდები – სამუშაოების დასრულების შემდეგ. Buildify გთავაზობთ შემდეგ სერვისებს, რათა თქვენი რემონტი იყოს სრულყოფილი:

  • შენება: აგურით, ბლოკით
  • საიზოლაციო სამუშაოები
  • ელექტროგაყვანილობა და ვენტილაცია
  • წყალმომარაგება (სანტექნიკა)
  • გათბობა და გაგრილება
  • ლესვა: გაჯით, ქვიშა-ცემენტით, როტბანდით
  • მოჭიმული იატაკი (სტიაჟკა): თვითსწორებადი, სტანდარტული
  • სამალიარო სამუშაოები: დაშპაკვლა, შეღებვა, შპალერის გაკვრა
  • კაფელ-მეტლახის სამუშაოები
  • მეტლახის, მდფ-ის, პლასტმასისა და ხის პლინტუსის გაკვრა
  • ლამინატისა და პარკეტის მონტაჟი
  • ციკლოვკა
  • საბრიზგი სამუშაოები
  • თაბაშირ-მუყაოს ფილების სამონტაჟო სამუშაოები: ჭერები, ტიხრები
  • ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი (ბარისოლი)
  • ამსტრონგის ჭერის მონტაჟი
  • მეტალის, MDF-ისა და ხის კარებების მონტაჟი
  • მეტალის ნაკეთობების ღებვა
  • ვიტრაჟების მოწყობა
  • მეტალო-პლასტმასის სამონტაჟო სამუშაოები
  • სამშენებლო ნაგვის გატანა
  • დალაგება, დასუფთავება

დაიწყეთ თქვენი პროექტი დღესვე

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია თქვენი მომავალი პროექტისთვის